ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაზე კარგი ექსპორტი არის ტურიზმი. აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ ,,ტურიზმი, ეს არის ექსპორტი, რომელიც თავისი ფეხით მოდის“.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2014 წელს მილიარდ რვაასი მილიონი იყო შემოსულობები ტურიზმიდან დაზრდა დაახლოებით 64 მილიონით იყო.
,,წელს მხოლოდ 26 მილიონი ლარი დაიხარჯა ქვეყნის პრომოციაზე და შედეგიც სახეზეა.
შემუშავდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან განსაზღვრა ძირითადი ციფრები. განისაზღვრა მათ შორის ის, რომ თუ დღეს ტურიზმის სფეროში დასაქმებულების რიცხვი არის 180 ათასი, ჩვენ გვინდა, რომ 2025 წლისთვის ტურიზმის სფეროში 333 ათასი ადამიანი იყოს დასაქმებული. თუ დღეს შემოსავლები არის მილიარდ რვაასი მილიონი, ჩვენ გვინდა, რომ ხუთი მილიარდ ხუთას მილიონზე ავიდეთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, განისაზღვრა 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა და 110 გასატარებელი ღონისძიება.