პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებიან.
სხდომაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი გამოდის.
„თქვენთან ერთად გვიმუშავია და ჩვენს შორის იქნება საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩემი განწყობაა, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონდეს ყველა იმ დეპუტატთან, ვისაც პროექტებზე ინფორმაცია სურს. ჩემი პირველი შემოთავაზებაა, რომ მაქსიმალურად გახსნილად ვითამამშრომლოთ ქვეყნისთვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ“, - მიმართა „თავისუფალ დემოკრატებს“ კვირიკაშვილმა.