დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. მტავრობის მეთაურის პორტფელს, დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილი ჩაიბარებს, ვიცე-პრემიერის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.