საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა აცხადებს, რომ ამჯერად პარლამენტს მთავრობის არსებულ შემადგენლობას წარუდგენს.
"დღეს იყო პრიორიტეტი, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გაკრვევა შეუძლებელია. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში. დიდი იმედია, მანდატს მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ. დღესდღეობით კონკრეტიკით თქმა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.