ვიცე-პრემიერის თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს.
"კახი კალაძე რა თქმა უნდა დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.