ვინ გახდება ახალი მთავრობის ახალი მეთაური? –საკითხზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის კანდიდატურა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს. ფაქტობრივად, ეს იქნება უმრავლესობის ფორმალური შეხვედრა, რადგან მმართველი გუნდის პოზიცია უკვე ცნობილია. იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მოიწონებს, ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლებს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს. უმრავლესობის სხდომა 10 საათზეა ჩანიშნული.