„ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაშიც, „რესბულიკელების“ მინისტრების პასუხისმგებლობა ისევ ისე იქნება გაგრძელებული, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში იყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშილმა განუცხადა.
ბერძენიშვილის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ხვალ, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში იმსჯელებს.
„განსახილველი ერთადერთი საკითხი იქნება. უმრავლესობამ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატურა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს. ვფიქრობ, რომ პრემიერის შერჩევაზე უმრავლესობა ძალიან დიდ დროს არ დაკარგავს. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ეკონომიკის კარგი მინისტრი იყო, ისევე როგორც კარგი საგარეო საქმეთა მინისტრია“, - დასძინა ბერძენიშვილმა.