პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ დავით დარჩიაშვილს შორის კამათის მიზეზი მინისტრთა კაბინეტის მოსმენის ფორმატი გახდა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უმცირესობას სურს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მინისტრობის კანდიდატებს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში მოუსმინოს.
დარჩიაშვილის საპასუხოდ, უსუფაშვილმა განმარტა, რომ უმცირესობის წევრები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში როგორც ბიუროს სხდომებს, ასევე კომიტეტის სხდომებს ესწრებიან. შესაბამისად, მისი პრეტენზია მიუღებელი იყო.
„თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს ყველაზე ნაკლებად მაღალვებს. სად შეხვდებით, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. პარლამენტი ის დაწესებულება არ არის, სადაც ამ საკითხებს ფრაქციები წყვეტენ“, - მიმართ დარჩიაშვილს უსუფაშვილმა.
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 28-29 დეკემბერს მოუსმენს.