2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარია დარჩენილი, რაც 2 მიმართულებით გადანაწილდება, კერძოდ- სოციალური დახმარებებისთვის და ე.წ. "მეცამეტე ხელფასის" გასაცემად.