პრემიერის გადადგომას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. სპეციალური განცხადება ამ თემაზე გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილი მოვალეობის შესრულებას ამ დრომდე არსებულ მთავრობას აკისრებს. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის დასახელებას უკვე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ელოდება, რის შემდეგაც ის 7 დღის ვადაში კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს.