ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სახელდება სავარაუდოდ კანდიდატი. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტი შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს. ფინანსთა სამინსიტროს ხელმძღვანელად კი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ან რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოიაზრებიან. ეკონომიკის სამინისტრო შესაძლოა ბიზნეს-ომბუცმენმა გიორგი გახარიამ ჩაიბაროს, რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას სავარაუდოდ მინისტრის მოადგილის მოავლეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელოს.