პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანი მიროტაძის შეფასებით, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან შესაძლო წასვლა გადაწყვეტილი არ არის, პოლიტიკოსების განცხადებები მკითხაობას ემსგავსება.
როგორც ჟურნალისტებს მიროტაძემ განუცხადა, აღნიშნულ თემაზე პოლიტიკოსებმა კომენტარები მას შემდეგ უნდა გააკეთონ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ჟურნალისტიკაში რომ ვიყავი, მედიაში გავრცელებულ მსგავს ინფორმაციებს არასერიოზულად ვუყურებდი, როცა მას პოლიტიკოსები აფასებდნენ. როდესაც პრემერის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ეს ყველაფერი უფრო მეტად მკითხაობას ემსგავსება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტი შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვოს.