ე.წ. შეწყალების საქმეზე კომენტარებს დღეიდან მანანა კობახიძის ადვოკატი გააკეთებს. ამის შესახებ ადვიკატმა დავით ლანჩავამ საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანამდე ჟურნალისტებთან თავად განაცხადა.
მისი განმარტებით, ვიცე-სპიკერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული საკითხები დღეიდან სამართლებრივ ჭრილში გადააქვს და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე შეკითხვებს ადვოკატი უპასუხებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინბტერესიდან გამომდინარე მანანა კობახიძემ ბევრი განცხადება გააკეთა პრესისთვის. ახლა ეს საქმე სამართლებრივ ჭრილში გადაგვაქვს და ნებისმიერ შეკითხვას ამიერიდან მე ვუპასუხებ", - განაცხადა დავით ლანჩავამ.
ადვოკატმა სამოქალაქო სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ჟურნალისტ ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ითხოვს, რომ სასამართლომ კილაძეს დაავალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.