პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს გმობს და ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უსუფაშვილი წუხელ ღამით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებთან დამოკიდებულებაში გარკვეული მოვლენები გახშირდა, რომელიც თუ ძალიან სწრაფად, ძალიან დროზე და ძალიან მაღალი სტანდარტით არ აღიკვეთა, მაშინ ცოტა ცუდი ვითარება იქნება მიღებული.
„ჩვენი კოლეგა დაზიანებული არ არის, მაგრამ დაზარალებულია. ვიცი, რომ სათანადო ღონისძიებები მიმდინარეობს. თავად ლევან ბეჟაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობა არ არის საფრთხეში, მაგრამ ამ ტიპის დარღვევები და ინციდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა იყოს დაგმობილი და აღკვეთილი. არა იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამინები და მოვლენები ვართ - სხვისი დარტმა და სხვისი ცემა შეიძლება და ჩვენი არა, არამედ იმიტომ, რომ როცა ხელი პარლამენტის ერთი წევრის წინააღმდეგ არის აწეული, ეს ნიშნავს ათასობით ადამინის წინააღმდეგ ამის გაკეთებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერის მოსაზრებით, თუკი დეპუტატები ინსტიტუტის ავტოროტეტსა და პრესტიჟს არ გაუფრთხილდებიან, ცოტა სხვა ამბებს მიიღებენ.
„ეს პირველ რიგში კარგი არ იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომელიც სხვაგვარად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას საკითხებისადმი. ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ის დღეა მნიშვნელოვანი, როცა ყუთში ბიულეტენს ვაგდებ. მას შემდეგ საზოგადოებამ როგორებიც და რანაირებიც ვართ, უნდა მოგვითმინოს და აგვიტანოს. ჩვენს საუბრებში მკაფიო და მკაცრი სტანდარტის არქონა შესაძლოა ვინმეს იმის ფიქრის საფუძველს უქმნის, რომ მერე რა მოხდა – გადაიხდის ჯარიმას, ან არ გადაიხდის ჯარიმას“, - დასძინა უსუფაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილს თბილისში, აეროპორტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.