„სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამენ“, - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი, დღეს, პრმიერ-მინისტრის მიერ მთავრობისთვის წარდგენილ ანგარიშს.
„მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს, მწვავედ დგას უმუშევრობის საკითხი, მთავრობა ამას საერთოდ არ აღიარებს პრობლემად. ისინი თვითკმაყოფგილები არიან. ამ არაადეკვატურობით კი ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავთ“, - განაცხადა კანდელაკმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, 2012 წელს ხალხისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება შესაძლებელი გახადა ფასეულობათა არსებითმა განსხვავებამ წინა ხელისუფლებისგან.