„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივან გიგა ბოკერიას შეფასებით, NDI -ს კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი, მის კატასტროფულ ვითარებაზე მეტყველებს.
„პარტიებს შორის რეიტინგებზე არსებითი ცვლილება არ გვაქვს, თუ ცდომილებას გავითვალისწინებთ. თუმცა კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პარტიისთვის ეს რეიტინგი კატასტროფიულ ვითარებას ნიშნავს. მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი და ამაში ივანშვილს საზოგადოება ძალიან მალე დაარწმუნებს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
NDI-გამოკითხვა, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.