ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 % ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს. რესპონდენტს კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხია მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქსიმუმ სამი პასუხის დაფიქსირება შეეძლო.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სიღარიბე, ასევე 29 %-სთვის - ტერიტორიული მთლიანობა. პენსიები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად 28 %-ს მიაჩნია, ხოლო ფასების ზრდა და ინფლაცია 26 %-ს.
კვლევის თანახმად, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება გამოკითხულთა 20 %-სთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68 % თავს დაუსაქმებლად, 32 კი დასაქმებულად მიიჩნევს.
კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.