ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% ეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობებისას ფრთხილ პოლიტიკას უნდა მისდიოს. გამოკითხულთა 4% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
რაც შეეხება კითხვას, უნდა მისდიოს თუ არა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობისას მკაცრ პოლიტიკას, გამოკითხულთა 19% ამ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 66% არ ეთანხმება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2015 წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.