ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულდა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.
NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.