გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის განვითარება და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები- ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურდღებას დღეს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი საზოგდოებას მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრემიერის ანგრიშს მოისმენენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლებისა და კულტურის სფეროს მოჭვაწეები, ასევე ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.