საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის ევროკაშვირის რეგულაციაში ცვლილება 2016 წლის დსასწყისში შევა, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწვეტილება.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.