პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა ჩატარდება. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე განაცხდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა.
„კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე მაქვს - 1-5 ივლისს თბილისში ტარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა. ასე რომ, აღნიშნული ღონისძიება არის უპრეცედენტო, მისი პოლიტიკური დონის და მასშტაბის გათვალისწინებით”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობასა და პარლამენტს მჭიდრო, კოორდინირებული მუშაობა დასჭირდება აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.