საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ვიზალიბერალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებას ხვალისთვის აანონსებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს ,,საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ. ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი გამართავს პრესკონფერენციას თბილისში.
რაც შეეხება ზუსტ დროს, პრესკონფერენციის დრო ამ წუთისთვის დაზუსტებული არ არის.