ჰოლანდიაში კი ლტოლვილთა თავშესაფრის მშენებლობას აპროტესტებენ. ქალაქის საბჭოს შენობასთან რამდენიმე ასეული აქტივისტი შეიკრიბა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა.