საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და კოლიციის ლიდერმა გია ვოლსკიმ. კობახიძის განცხადებით, საუბარი საარჩევნო ოლქების საზღვრების საკითხს შეეხო. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, მათი მთავარი მიზანი საარჩევნო კოდექსის ისე ჩამოყალიბება, რომ ის შესაბამისობაში იყოს არჩევნების თანასწორობის პრინციპთან.