საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი დავიდ სანაკოევის განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ერგნეთის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პანკისის ხეობაში მოჯაჰედი მებრძოლების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დავიდ სანაკოევმა ამის შესახებ განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ტერაქტები იგეგმება რუსულ სამხედრო ბაზებზე და ეს სავარაუდოდ ახალი წლის დღეებში მოხდება.