პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თუ რა სტატუსით ჩაერთვება.
„ჯი-ეიჩ-ენი“-ს კითვაზე - თუ რა სტატუსით აპირებს ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობას, კობახიძე პასუხობს, რომ ამ საკითხს თავად ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.
მისი თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს.