„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს დაადებს.
როგორც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას მინაშვილმა განაცხადა, უმრავლესობას ეშინია, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ცვლილებებს ვეტო არ დაადოს.
„ეს ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსება, ხელისუფლებას ორ წელზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კანონის ამუშავებისათვის ყველა საჭირო მოქმედება განეხორციელებინა - როგორც სასამართლო ინფრასტრუქტურის, ისე გამომძიებლების, პროკურორების ტრეინინგის კუთხით. ახლა რას აკეთებთ? - კანონპროექტს ამახინჯებთ“, - მიმართა უმრავლესობას მინაშვილმა.
აღნიშნული ცვლილებებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2016 წლის 20 თებერვლამდე ამოქმედდება.