საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, "Sky XXI" კომპანიის ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, შემუშავებული იქნა ინოვაციური პროდუქტი "Social Cube".
აღნიშნული პროდუქტი "Hackathon 2015 Tbilisi"-ის ადგილოსანი პროექტია და მისი მუშა პროტოტიპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. ინოვაციური პროდუქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ქანთარია, სტუ-ის ფაბლაბის IT-მენეჯერი მიხეილ კელენჯერიძე, სტუ-ის მაგისტრი დიტო შერგელაშვილი და თსუ-ის ბაკალავრი გიორგი კვინიკაძე.
ინოვაციური პროდუქტი "Social Cube" საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფაბლაბ-ილიაუნის ლაბორატორიას საჩუქრად გადასცა.
ტელეკომპანიამ Art Area TV 2.0 გადაცემაში "კიბერჰაუსი" გააშუქა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებული ინოვაციური პროდუქტი "Social Cube".
გადაცემის ვიდეოლინკი:
https://youtu.be/L11S1dPLLjA?t=31m51s