საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, კიმ ჩანგ გუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. პრემიერ–მინისტრმა კიმ ჩანგ გუს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.