ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა რთულად მიმდინარეობს, თუმცა ამერიკულმა ჯარებმა ისლამისტთა პოზიციებზე იერიშები გაააქტიურეს. ამის შესახებ თეთრი სახელის ლიდერმა პენტაგონში გამოსვლისას განაცხადა. ბარაქ ობამას თქმით, პარიზის ტერაქტების შემდეგ მან ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების განკარგულება გასცა, რის შემდეგაც ისლამისტთა რამდენიმე ლიდერი და სანავთობო ობიექტები იქნა ლიკვიდირებული. გარდა ამისა, ამერიკული სპეცრაზმი სირიის სახმელეთო ოპერაციებში უკვე ჩაერთო და ადგილობრივ ძალებს ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებას უწევს.