ბარაქ ობამამ ღარიბაშვილი 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია. დაგეგმილია სტრატეგიის შემუშვება, რომელიც გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას განამტკიცებს. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა და მომავალი წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. ღონისძიება 31 მარტიდან 1 აპრილამდე გაიმართება.