საპარლამენტო უმრავლესოაბსა და უმცირეობაში ერთხმად თანხმდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიურ ხასიათს ატარებს. მმართველი გუნდი დარმწუნებულია, რომ შინაარსობრივად დოკუმენტი პოზიტიური იქნება, რადგან ქვეყანამ სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებული ყველა ამოცანა სრულფასოვნად შეასრულა. დადებითი მოლოდინია საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით გადაიდო.