“ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ რუსეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ საქართველოში იანვრის ბოლოს, რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ამოქმედდება. ამის შესახებ ბაღათურიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.
“ეს შეთანხმება შედგა რუსეთის საგარეო პოლიტიკის საბჭოში, სადაც წარმოდგენილნი არიან ძალიან ძლიერი პოლიტიკოსები, ექსპერტები, კოორდინაციას ამ თემას გაუწევს ანდრეი კურატოვი, რომელიც გახლავთ გენერალური დირექტორი. რუს კოლეგებთან შევთანხდმით, რომ შეიქმნება რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სამეკავშირეო ურთიერთობების აღდგენის პროექტზე იმუშავებს. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთში გაიხსნას საარჩევნო უბნები საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც სწორედ ქართული დიასპორა მოითხოვს. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება აირჩიონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ გამოირჩევა რუსეთის დასჯის რიტორიკით. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ რომ საართველოშიც და რუსეთშიც მოვახდინოთ ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია და სწორედ ამ მიზნით, გაიხსნას რუსეთის სამეკავშირეო ოფისი. საქართველოში წარმატებით მუშაობს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი. ჩვენ მათთან გვაქვს დიალოგი, კონსულტაციები და მიგვაჩნია, რომ ვიდრე ხელისუფლება დაკომპლექსებულია დასავლური შიშებით და ჩვენ გამოვიჩინოთ ინიციატივა”,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.