პარლამენტი მიმდინარე კვირას საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში გააგრძელებს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 16-18 დეკემბრის კვირაში, რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
სპიკერის ცნობით, საშემოდგომო სესია 18 დეკემბერს სრულდება.
„შესაძლოა, დეკემბრის ბოლოს რიგგარეშე სესია გახდეს აუცილებელი“, დასძინა უსუფაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.