საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ხვალ ვევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ჟურნალისტებისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია 14 საათზე სასტუმარო ,,მარიოტ თბილისშია“ დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში, 15 დეკემბრისთვის გამოქვეყნდება. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეს ანგარიში იქნება დადებითი და საბოლოო. ამ ანგარიშით ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს, რომ საქართველო დაემატოს რეგულაციებს N539/2001 და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ტექნიკური ფაზის დასრულების შემდეგ დგება მეორე ეტაპი. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება.