2016 წლის არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნების“ სიის ფორმირება დასასრულს უახლოვდება. „ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ცნობით, საარჩევნო სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, რომელიც საარჩევნო სიაზე უშუალოდ მუშაობს, შეთანხმებას საზრიანთა კლუბის 4 წევრთან მიაღწია. „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ,,ბიძინა ივანიშვილის სიაშია" 3 ჟურნალისტიც.
წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს სავარაუდოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგენენ.
პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ საარჩევნო სიაში ,,რესპუბლიკური“ პარტიის კვოტების რაოდენობა იზრდება, რაც კოალიციის წევრებს შორის დაძაბულობას ზრდის.
წყაროს ინფორმაციით, მმართველ გუნდში 2016 წლის საარჩევნო სიას სწორედ ,,ივანიშვილის სიით" მოიხსენიებენ.