პარლამენტი 21-დან 25 დეკემბრამდე რიგგარეშე სხდომის ფორმატში იმუშავებს. საშემოდგომო სესია რეგლამენტის თანახმად, 18 დეკემბერს დაიხურება. მომავალი კვირა საკომიტეტო კვირაა, თუმცა როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტი რიგგარეშე სხდომების რეჟიმში იმუშავებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ორშაბათს, 14 დეკემბერს პრეზიდენტს გადაეგზავნება წერილობითი მოთხოვნა რიგგარეშე სხდომების გამართვის შესახებ განსახილველ საკითხთა ნუსხასთან ერთად.
სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომები 16 - 18 დეკემბერს გაიმართება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, 21 დეკემრიდან 25 დეკემბრამდე პარლამენტი უკვე რიგგარეშე სესიის რეჟიმში იმუშავებს.