პარლამენტში დღეს მოწმეთა დაკითხვის წესზე მსჯელობა გაგრძელდება. გუშინ საკითხის განხილვა დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებების პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ცვლილება მოწმეზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავს, გამოძიებას კი საშუალება ექნება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოს. ცვლილების მიხედვით, თუ მოწმე უარს იტყვის ჩვენების ნებაყოფლობით მიცემაზე, ბრალდების მხარეს აქვს უფლება, მაგისტრატ მოსამართლეს მოწმის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართოს. კანონპროექტი არ მოსწონთ ოპოზიციაში სადაც მიიჩნევენ, რომ შეჯიბრებითობოს პრინციპი ირღვევა, რადგანაც სასამართლოში მოწმის დაკითხვას არ დაესწრება დაცვის მხარე. უმრავლესობის ნაწილი საკითხის განსახილველად და პროექტის უკეთ მოსამზადებლად ვადების გაზრდის ინიციატივით გამოდის.