თბილისის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ. მერიამ დოკუმენტი დეპუტატებს განსახილველად კანონით გათვალისწინებულ ვადაში, დღის მეორე ნახევარში გაუდაგზავნა, რის გამოც კანონმდებლები მას ჯერ არ გაცნობიან. კომისიებს დოკუმენტი განსახილველად დღეს გადაეცემათ. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში თბილსიის მთავრობის უპასუხისმგებლოაბზე საუბრობენ. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არა თბილისელებზე, არამედ კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესებზე იქნება გათვლილი. იმისათვის, რომ ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლის მთავარ საფინასნო დოკუმენტად იქცეს, საკმრისია მხოლოდ უმრავლესობის ერთიანი პოზიცია.