მოხდება თუ არა მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში?– კოსტიტუციონალისტები პროცედურებს განმარტავენ. კოტე ჩოკორაიას გთქმით, იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის ვადაში პარლამენტი მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ვერ დაამტკიცებს, კოსტიტუციის 93-ე მუხლის თანახმად, მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგება. ამის შემდგომ პარალემნტმა პრეზიდენტს არა უგვიანეს 25 დღის ვადაში პრემიერ-მინსტრობის ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ჩოკორაია აცხადებს, რომ ჯერ საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ დეპუტატებმა პროექტზე იმსჯელონ.