ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა პარლამენტში,, საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებს გულისხმობს.
დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლოს წარადგინა და აღნიშნა, რომ ,,გირჩის” მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სრულად ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
,,მმართველი გუნდის მიერ შემოტანილი ვერსია წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადანაწილებასთან. პრინციპი ჩვენ ვერსიაში უკეთესად არის დაცული. ჩვენი ვერსია რაიონების და ქალაქების დაჩეხვას არ გულისხმობს,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს.