"ჩვენ არ გვინდა, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი კიდევ ერთხელ გადავადდეს, რადგან ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი მოდელი, ერთის მხრივ, საქართველოში პირველად სწორედ დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ჩაუყრის საფუძველს იმას, რომ მოწმის დაკითხვა გახდეს ნებაყოფლობითი გამომძიებლის წინაშე,
,,მაგრამ თუკი პროკურორი ამას საჭიროდ ჩათვლის გახდეს სავალდებულო, ოღონდ მოსამართლის წინაშე, სასამართლო დარბაზში. ჩვენ გვინდა ისეთი მოდელი, რომელიც, ერთის მხრივ, დაიცავს მოწმის უფლებას, რომელიც ბრალდებული არ არის, ასეევ გამომძიებელს და სამართალდამცველ ორგანოებს არ წაართმევს ბერკეტს, რომ ჩვენი ოჯახები და საზოგდაოება დანაშაულისგან იყოს დაცული", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონპროექტის ინიციატორებს სურთ, რომ მხარეთა თანასწრორობა ბოლომდე იყოს დაცული.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იგეგმება. მას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მწვავედ აკრიტიკებს. ასევე შენიშვნები აქვთ მმართველ გუნდშიც. ,,რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ რომ თუკი არ იქნება გაზიარებული იურიდიული კომიტეტის შენიშვნები, მას პარტია