"ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია,"- ამის შესახებ ევრიკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა. ელჩის თქმით, სასამართლოსა და უმცირესობის დაცვის კუთხით სამუშაო ბევრია.
"ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია, მაგალითად, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სასამართლო, სხვადასხვა უმცირესობის დაცვა. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.