დონალდ ტრამპის ანტიისლამურ განცხადებებს მუჰამედ ალი გამოეხმაურა. 72 წლის ლეგენდარული მოკრივის თქმით, ამერიკაში მცხოვრები მუსლიმები იმ პოლიტიკოსებს უნდა შეეწინააღმდეგონ, რომლებიც ისლამს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მისივე თქმით, ისლამი ძალადობას არ ქადაგებს და პოლიტიკოსებმა, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ, მოსახლეობამდე ისლამის ნამდვილი არსი სწორად უნდა მიიტანონ. 2 დღის წინ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა, რომ მუსლიმებს შეერთებულ შტატებში არაფერი ესქმებათ.