სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე გავრცელებულ ინფორმაციას “თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს. მისი თქმით, ის ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. კირვალიძემ ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია მისი მეგობარია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის პარტიაში აპირებს გაწევრიანებას.