სახელმწიფო მონაცემების გამჭვირვალობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. თუ შარშან საქართველო 35-ე პოზიციაზე იყო, წელს 47-ზე ადგილზე გადავიდა. ამასთან, გაიზარდა სახელმწიფოთა რიცხვი, რომელთა მონაცემებიც საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. გათვალისწინებულია 13 კრიტერიუმი. საუკეთესო მაჩვენებელი სტატისტიკას, მიწის ფლობას და სატენდერო პროცედურებს უკავშირდება, თუმცა, ქვეყნის ზოგადი საპროცენტო მაჩვენებელი გაუარესებულია. რეიტინგში ტაივანი ლიდერობს.