დღეს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა მიღება გამართა.
პრემიერ- მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სართაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის წევრებს უმასპინძლა.
პრემიერმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფოს ბოლოდროინდელ მიღწევებსა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.