მოწმეთა დაკითხვის წესის ცვლილების შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ. ინიციატივა გულისხმობს, რომ პირი არა საგამოძიებო უწყებაში, არამედ სასამართლოში დაიკითხოს მაგისტრი მოსამართლის მიერ. შენიშვნები აქვს როგორც უმრავლესობას ისე ოპოზიციას. მთავარი შენიშვნა ისაა, რომ საგამოძიებო ორგანის მიერ სასამართლოში პირის დაკითხვას არ ესწრება დაცვის მხარე.