‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ თბილისის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის ყრილობა გამართეს. გამგეობის წევრებმა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ირაკლი გელოვანი აირჩიეს. ღონისძიებას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
"მთაწმინდა თბილისის გულია და ყოველთვის ძლიერად ვიყავით "თავისუფალი დემოკრატები" წარმოდგენილი ორგანიზაციულად. 2016 წლის არჩევნებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, იმიტომ, რომ ამ არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას. დღეს შიდა დემოკრატიის პარინციპით არჩეულ იქნა მთაწმინდაზე პარტიის გამგეობა და გამგეობამ აირჩია თავმჯდომარე ირაკლი გელოვანი. ირაკლი გელოვანი არის ის ახალგაზრდა, რომელიც შეძლებს შეკრას ყველა თაობა. ჩვენ დიდი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი მთაწმინდაზე, რადგან მოსახლეობა გაუცხოებულია ხელისუფლებისგან და იმედგაცრუებულია. ამას აღდგენა და ნდობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, "თავისუფალი დემოკრატები" ამას შეძლებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.